ახალი ამბები
ზუგდიდელი დავით სამუშია მკლავჭიდის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია
ზუგდიდელი მკლავჭიდელი დავით სამუშია სტამბულში გამართული საერთაშორისო ტურნირის "East vs West" გამარჯვებულია.

მან "East vs West"-ის ტიტული უკვე მერვედ დაიცვა. 

სამუშიამ 85კგ წონით კატეგორიაში ყაზახი მეტოქე, ნურდაულეტ აიდარხანი ანგარიშით 4:3 დაამარცხა და ჩემპიონის ქამარი მოიპოვა.

ამასთან, ტურნირის გამარჯვებულია კიდევ ორი ქართველი, ირაკლი ზირაქაშვილი და ლევან საგინაშვილი.

Print