ახალი ამბები
ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალი დოკუმენტი მომზადდა - განათლების სამინისტრო
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ შემუშავდა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალი პროექტი. ამის შესახებ ინფორმაცია სამინისტროს ვებ გვერდზე გამოქვეყნდა.

მათი განცხადებით, პროექტის ირგვლივ, რამდენიმე კვირიანი საჯარო განხილვები ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც სხვადასხვა უწყებისა და ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები, საჯარო და კერძო სკოლების დირექტორები, სტუდენტები.

"დოკუმენტი ეფუძნება ისეთ ღირებულებებსა და პრინციპებს, როგორიც არის:

პატრიოტიზმი და ეროვნული სულისკვეთება

სახელმწიფოებრივი აზროვნება

ოჯახის ინსტიტუტის პატივისცემა

სახელმწიფო ენა, ისტორია და კულტურა

ეთნიკური მრავალფეროვნება და კულტურული მემკვიდრეობა

თავისუფალი, დემოკრატიული და მშვიდობიანი საზოგადოება

სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს მშენებლობა

მდგრადი განვითარება და საზოგადოების კეთილდღეობა

ინკლუზია, ტოლერანტობა და სამართლიანობა

მაღალი სამოქალაქო ცნობიერება

ზოგადსაკაცობრიო ზნეობრივი, მორალური და ეთიკური პრინციპები

უფლებები, ვალდებულებები და სოციალური პასუხისმგებლობა

გარემოსდაცვითი ცნობიერება, ჯანსაღი ცხოვრების წესი და ფიზიკური, ესთეტიკური, სოციო-ემოციური განვითარება

ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება

აკადემიური ცოდნა და წიგნიერება

კომუნიკაციის მაღალი კულტურა

ციფრული მოქალაქეობა, შემოქმედებითობა და სიახლეთა მიმღებლობა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

სამინისტროს განმარტებით, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი, რომელიც ამ სფეროში ერთგვარი კონსტიტუციაა, 2004 წელს დამტკიცდა და 20 წლის განმავლობაში არ შეცვლილა.
Print