ახალი ამბები
აფხაზეთში საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო, - სოხუმი
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო, წერს „აფსნიპრესი“.
ამავე ცნობით, შესაბამის "განკარგულებას" აპრილ-ივნისში "აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების" სამხედრო სამსახურში გაწვევისა და გაწვევის ქვეშ მყოფი მოქალაქეების სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ,  2024 წლის 29 მარტს, აფხაზმა ლიდერმა, ასლან ბჟანიამ მოაწერა ხელი.

დოკუმენტის თანახმად 2024 წლის 30 ივნისის ჩათვლით სამხედრო სამსახურში გაიწვევენ 18 - დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეებს, "რომლებიც არ არიან რეზერვში და ექვემდებარებიან სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლას, ხოლო სამხედრო მოსამსახურეები, რომელთა გაწვევის ვადა ამოიწურა, გათავისუფლდებიან სამხედრო სამსახურიდან".

ამავე ცნობით, "მინისტრთა კაბინეტს, რაიონის გამგეობებს და ქალაქ სოხუმის ადმინისტრაციას ევალება სამხედრო სამსახურში გაწვევასა და სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.






Print