ჩეჩნეთის რესპუბლიკისა და კავკასიის სხვა რეგიონების ბოევიკებმა ქალაქ ალეპოში, სირიის ჩრდილოეთით, საბრძოლო ქვედანაყოფი ჩამოაყალიბეს. მასში ათასზე მეტი ადამიანია გაერთიანებული, იტყობინება სირიის ხელისუფლების მოწინაღმდეგე ძალების წარმომადგენელი.
რაზმმა მიიღო სახელწოდება "ალ–მუხაჯირინ“ (ემიგრანტები), მას სათავეში ჩეჩენი აბუ აბდურახმანი ჩაუდგა. ჯგუფის წევრთა უმრავლესობა კავკასიის საომარი მოქმედებებში მონაწილეობდა.
აბუ აბდურახმანის სიტყვებით, ბოევიკებისთვის შექმნილია ბანაკი, სადაც ისინი „ფრონტზე, სირიის რეჟიმის არმიასთან საბრძოლველად" გამგზავრებამდე წვრთნებს გადიან.
მანამდე "Кавказский узел" წერდა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ დადასტურა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა კონფლიქტში მონაწილეობის ფაქტი. 6 ივნისს რუსეთის უსართხოების ფედერალური სამსახურის დირექტორმა ალექსანდრე ბორტნიკოვმა განაცხადა, რომ რუსეთიდან "იმარატ კავკაზის" მხარეს 200–მდე ბოევიკი იბრძვის, რაც რუსეთის შეშფოთებას იწვევს.
ჩეჩენი ბოევიკების სირიის ომში მონაწილეობის ფაქტს, ჩეჩნეთის ხელისუფლებაც აღიარებს. აღნიშნული ინფორმაციით, სირიის ტერიტორიაზე, საბრძოლო მოქმედებებში რეპუბლკიდან წასულმა 29 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათგან შვიდი მოკლეს.
www.kavkaz-uzel
მასალის გამოყენების პირობები