ახალი ამბები
წალენჯიხის მერია საახალწლო განათებებისთვის 39 320 ლარს გამოყოფს
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლო განათებების შესაძენად 39 320 ლარი გამოყო. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო შესყიდვების ვებ გვერდზე ვკითხულობთ.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს სხვადასხვა დეკორაციის, მათ შორის დიოდური ფიფქების, საჩუქრის ყუთის და 3D ბურთის მიწოდება.

ტენდერში წინადადებები 23-დან 25 ნოემბრის ჩათვლით მიიღება. გამარჯვებული კომპანიისთვის სამუშაოების შესრულების ვადა ხელშეკრულების დადებიდან 5 დღე იქნება.

შეგახსენებთ, საახალწლოდ ქალაქის გაფორმებისთვის ინვენტარის შესასყიდად ჩხოროწყუს მერია 16 000-ს, ფოთის მერია კი 199 250 ლარს დახარჯავს.

Print