ახალი ამბები
სურსათის რომელ პროდუქტებზე გაიზარდა და შემცირდა ფასები აპრილში - სტატისტიკა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 3.4 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.4 პროცენტით.

ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე:

ხილი და ყურძენი - 5.2%

პური და პურპროდუქტები - 2.2%

ყავა, ჩაი და კაკაო - 1.9%

თევზეული - 1.5%

ზეთი და ცხიმი - 1.5%

ხორცი და ხორცის პროდუქტები - 0.2%

შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 0.2%.

ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე:

ბოსტნეული და ბაღჩეული - 2.1%

რძე, ყველი და კვერცხი - 1.5%

მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - 1.2%.

ამასთან, საქსტატში აღნიშნავენ, რომ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ამავე კატეგორიის პროდუქტების ღირებულება გაზრდილია 7%-ით.

Print