აპრილში დაგროვებითი პენსიით 18,749-მა პირმა ისარგებლა - საპენსიო სააგენტო
აპრილის მონაცემებით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 612 ათასი ადამიანია. ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო აქვეყნებს.
მათივე ცნობით, 2025 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით 18,749-მა პირმა ისარგებლა და მათზე პენსიის სახით 79.2 მლნ ლარი გაიცა.
სააგენტოში განმარტავენ, რომ საპენსიო აქტივების ღირებულება 6.7 მლრდ ლარს შეადგენს, მათ შორის დაგენერირებულმა ამონაგებმა კი 1.6 მლრდ ლარს გადააჭარბა.
მასალის გამოყენების პირობები