ახალი ამბები
ზუგდიდელი მოჭადრაკეები ანდრია ჯახაია, ცოტნე ნანავა და ნიკოლოზ შამათავა საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორები გახდნენ

ზუგდიდელმა მოჭადრაკეებმა ანდრია ჯახაიამ, ცოტნე ნანავამ და ნიკოლოზ შამათავამ ჭაბუკთა შორის სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში წარმატებით იასპარეზეს და საპრიზო ადგილები მოიპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ჭადრაკი ზუგდიდში“ ავრცელებს.


მათივე ცნობით, ანდრია ჯახაიამ 10 წლამდე ჭაბუკთა შორის კატეგორიაში, 9 შესაძლებლობიდან 8 ქულით 1-ელი ადგილი დაიკავა. მან ფიდეს რეიტინგი კლასიკურ ჭადრაკში 89 პუნქტით გაიუმჯობესა და 1713 შეადგინა.

ამასთან, 8 წლამდე ჭაბუკთა შორის მე-2 ადგილის პრიზიორი ცოტნე ნანავა გახდა, 18 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში კი მე-3 ადგილი ნიკოლოზ შამათავამ დაიკავა.

ჭაბუკთა და გოგონათა შორის საქართველოს 34-ე ჩემპიონატი ბათუმში, 6-14 მაისს გაიმართა.

 

Print