2024 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთში უმუშევრობის დონე 2023 წელთან შედარებით 1.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 10.5 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებში ვკითხულობთ.
საქსტატის ცნობით, რეგიონში 2024 წლის განმავლობაში 170.425 - დასაქმებული, 118.777 - დაქირავებული, 51.47 თვითდასაქმებული აღირიცხა.
სტატისტიკის მიხედვით, ამავე საანგარიშო პერიოდში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, დაახლოებით, 14 ათასამდე ადამიანი უმუშევარი იყო.
ამასთან, დასაქმების საერთო მაჩვენებელი 47.2% იყო.
საქსტატის ინფორმაციით, 2024 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2023 წელთან შედარებით 2.5%-ით შემცირდა და 13.9% გახდა. დასაქმების დონე გაზრდილია როგორც ქალაქის ტიპის, ისე სოფლის ტიპის დასახლებებში 3.1 და 1.9 პროცენტული პუნქტით და 48.5/45.3 პროცენტს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები