ახალი ამბები
მედია: თურქეთში სოფელ მუხურის გამგებელი ბაკურ ქომეთიანი დააკავეს - საქმე, სავარაუდოდ, ნარკოდანაშაულს ეხება
საქართველო-თურქეთის საზღვარზე თურქულმა სამართალდამცველებმა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის გამგებელი ბაკურ ქომეთიანი, თანმხლებ პირთან ერთად, სავარაუდოდ, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ქართული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქომეთიანის დაკავებას მისი ოჯახის წევრებიც ადასტურებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ბრალდება უსაფუძვლოა და ამ ეტაპზე, საქმის მოკვლევა მიმდინარეობს.

მედიაში, ოჯახის წევრებზე დაყრდნობით, ამბობენ, რომ სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, 28 მაისს უნდა ჩაინიშნოს.
Print