უახლოეს დღეებში ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა +33 გრადუსს მიაღწევს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24-26 მაისს, სამეგრელოში თბილი და უნალექო ამინდი იქნება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა ზუგდიდსა და მარტვილში +31, +33, ანაკლიასა და ფოთში კი +28, +30 გრადუსს მიაღწევს.
სააგენტოს ცნობით, დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონში, მესტიაში, ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა კი დღისით +22, +27 გრადუსს მიაღწევს.
მასალის გამოყენების პირობები