ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა რადიოს მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს
16:16 / 13.02.2026
ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა რადიოს მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, რადიოს მხარდასაჭერად სპეციალურმიმართვას ავრცელებს.
მიმართვა წარმოადგენს რადიოს სექტორის მნიშვნელოვან აღიარებას და ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის მკაფიო სიგნალს ევროკავშირის დონეზე.
ვიდეომიმართვა ჩაწერილია ევროპის რადიოების ასოციაციის (AER) ინიციატივით.
ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა
დღეს ყოველთვის რადიოთი ვიწყებ, ეს არის პირველ ხმა, რომელსაც ვუსმენ, სანამ იმეილს გავხსნი, სანამ ჰედლაინებს წავიკითხავ და სანამ დღე აქტიურად დაიწყება. რა თქმა უნდა, მე არ ვარ ერთადერთი, - ევროპის მასშტაბით,რადიო მილიონობით ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მანქანაში, სახლში თუ სამსახურში. ის მშობლიურია, ხელმისაწვდომია, ეს არის აწმყო - მომენტები, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობას ქმნის. ჩვენს რეალობაში, ინფორმაციის დიდ ნაკადში, როცა სანდო წყაროების ამორჩევა სულ უფრო რთული ხდება, საზოგადოებამ იცის, სანდო ინფორმაციის მიღება ნამდვილად შეიძლება რადიოს საშუალებით. ბოლოდროინდელი კვლევები აჩვენებს, რომ რადიო ევროპაში ყველაზე სანდო მედიასაშუალებაა და ამას რადიოს მსოფლიო დღე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ რადიოსთვის ახალი შესაძლებლობები შექმნა. ინოვაციები ყოველთვის იყო რადიოს ნაწილი, თუმცა, საზოგადოება ყოველთვის უბრუნდება ადამიანის ცოცხალ ხმას, წამყვანებთან ურთიერთობის შესაძლებლობებს, ამ კავშირის შეგრძნებას და ერთიანობის განცდას. იმისთვის, რომ ეს ყველაფერი მომავალშიც გაგრძელდეს, რადიო ყოველთვის ადვილად საპოვნელი, მარტივადხელმისაწვდომი უნდა იყოს, ჭკვიანი მოწყობილობების და იმ პლატფორმების მეშვეობით, რომლებსაც ადამიანები ყოველდღიურად იყენებენ, ასევე, რასაკვირველია, ავტომობილებში. სწორედ ამიტომ არის ციფრული ქსელი ასეთი მნიშვნელოვანი რადიოს მომავლისთვის ევროპაში, რადიო ყველას უნდა გვადარდებდეს და ვზრუნავდეთ მასზე, არა ნოსტალგიის გამო, არამედ იმიტომ, რომ ის უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ადამიანების ცხოვრებაში. თუ გვინდა, რომ მომავალი თაობები ნდობისა და ერთიანობის იმავე შეგრძნებით გაიზარდონ, უნდა დავრწმუნდეთ, რომ რადიო თავის ადგილს არ დაკარგავს, ვინაიდან, როგორც ჩვენ ვიცით, ვიდეომ ვერ მოკლა რადიოვარსკვლავი.
მასალის გამოყენების პირობები