Error
ახალი ამბები
სამთავრობო კომისიის წევრები ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებს მოინახულებენ
მომავალი კვირიდან სამთავრობო კომისიის წევრები დასავლეთ საქართველოს რეგიონის ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებს მოინახულებენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ს წარმომადგენლებმა და დროებითი სამთავრობო კომისიის წევრებმა შიდა ქართლის სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრები დაასრულეს. უწყების ცნობით, გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით შსს-ს წარმომადგენლები დროებითი სამთავრობო კომისიის წევრებთან ერთად ქარელისა და ხაშურის რაიონების ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებში იმყოფებოდნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრაზე სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ არსებულ ვითარებას, რეგიონში მიმდინარე და სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტების შესახებ მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდეს. გუშინ, შიდა ქართლის რეგიონის ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლების მონახულება დასრულდა და მომავალი კვირიდან სამთვრობო კომისიის წევრები დასავლეთ საქართველოს რეგიონის ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებს მოინახულებენ.
Print