Error
ახალი ამბები
ბაღდათის კაფეში აფეთქების შედეგად ათობით დაღუპული და დაჭრილია
ბაღდათის ერთ–ერთი კაფეში ტერორისტი თვითმკვლელის მიერ ორგანიზებული აფეთქების შედეგად ყველაზე ნაკლები 37 ადამიანია გარდაცვილი, 50–ზე მეტი–დაიჭრა. მომხდარის გამო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არავის არ აუღია. თავდასხმა დედაქალაქის შიიტებით დასახლებულ რაიონში, ამილში მოხდა. შეიარაღებული დაჯგუფებები ხშირად აწყობენ მსგავს აფეთქებებს ადამიანების თავშეყრის ადგილებში. ერაყში უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სიტუაციას ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ექსპერტები ყველაზე კრიტიკულს უწოდებენ. ძალადობის ტალღის შედეგად ერაყში წლის დსაწყისიდან 6 ათასი ადამიანია დაღუპული. მანამდე, კვირას, რამდენიმე თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალაქ რავას პოლიციისა და არმიის შტაბებთან მოაწყო აფეთქებების სერია. კიდე ერთი აფეთქება ერაყის ჩრდილოეთით ქალაქ სამარას პოლიციის უფროსის სახლთან მოხდა. შედეგად 12 ადამიანი დიღუპა. კორესპონდენტების აზრით, აფეთქება ალ–ქაიდასთან დაკავშირებულმა სუნიტმა ბოევიკებმა მოაწყვეს.
Print