Error
ახალი ამბები
2015 წელს თბილისი უეფას სუპერთასს უმასპინძლებს!
კიევში მიმდინარე უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და გენერალური მდივანი რევაზ არველაძე ესწრებიან, ბევრისთვის მოულოდნელად ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრისთვის სასიხარულო გადაწყვეტილება მიიღეს. უეფას გენერალური მდივნის ჯანი ინფანტინოს განცხადებით, 2014 წელს უეფას სუპერთასს უელსის კარდიფი, ხოლო 2015 წელს თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს! "ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ იქნება ამ ქალაქების მზადყოფნა", -განაცხადა  ინფანტინომ კიევში მოწყობილ პრესკონფერენციაზე. 2013 წლიდან, მონაკო სუპერთასის ტრადიციული მასპინძელი აღარ იქნება. ამიერიდან, ყოველწლიურად მას სხვადასხვა ქალაქები უმასპინძლებენ.
Print