ევროპის 2012 წლის ჩემპიონი ესპანეთი გახდა. ფინალურ მატჩში ესპანეთის ნაკრებმა იტალიის ეროვნული გუნდი 4:0 დაამარცხა და ევროპის პირველობა მოიგო.
ესპანეთის ნაკრებმა ევრო 2012-ის ფინალური მატჩის პირველი ტაიმი 2:0 დაასრულა. ანგარიში მე-14 წუთზე დავიდ სილვამ გახსნა. 41-ე წუთზე კი, მცველმა ხორდი ალბამ ესპანელთა უპირატესობა გააორმაგა.
მეორე ტაიმში იტალიის ნაკრები ტიაგო მოტას ტრავმის გამო იძულებული გახდა, ათი ფეხბურთელით ეთამაშა, რის შემდეგაც ესპანელებმა ანგარიში გაზარდეს. ერთი გოლი ფერნანდო ტორესმა, ერთიც ხუან მატამ გაიტანა, რის შემდეგაც ანგარიშში სხვაობა ოთხამდე გაზარდა.
ესპანეთი, რომელიც მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონია, ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა.
მასალის გამოყენების პირობები