სინოპტიკოსები საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ძლიერ წვიმას დღის მეორე ნახევრიდან პროგნოზირებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ცნობით, დროგამოშვებით წვიმიანი ამინდები კვლავ შენარჩუნდება. დღეს და ხვალ იქნება ძლიერი წვიმა, რომლის დროსაც პატარა მდინარეებში შესაძლოა, იყოს წყალმოვარდნები. ასევე, აღმოსავლეთ საქართველოში - მაღალმთიანეთში და კახეთში სეტყვაა მოსალოდნელი.
პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნებიცაა მოსალოდნელი. რაც შეეხება ტემპერატურას, ის დაიკლებს და 20-25 გრადუსი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები