არჩევნები
„ქართულმა ოცნებამ“ პარტიის ახალი სახეები წარადგინა
„ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ პარტიის ახალი სახეები საგურამოში წარადგინა. 15 ახალი სახე, რომელიც „ქართული ოცნების“ რიგებს უერთდება, მედიას და საზოგადოებას პარტიის თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააცნო.

პარტიის ახალი სახეები არიან: თამარ ჩუგოშვილი, გიორგი გახარია, ირაკლი კობახიძე, აკაკი ზოიძე, არჩილ თალაკვაძე, თამარ ხულორდავა, ირინა ფრუიძე, კახა კუჭავა, მამუკა მდინარაძე, მარიამ ჯაში, ნინო გოგუაძე, რომან კაკულია, სოფო კილაძე, სოფო ქაცარავა, სოფო ჯაფარიძე.

პრემიერი დარწმუნებულია, რომ ეს ადამიანები დადებით მუხტს შემოიტანენ ქართულ პოლიტიკაში.


Print