არჩევნები
"რესუბლიკური პარტია" მმართველ პარტიას ზეწოლაში ადანაშაულებს
„რესპუბლიკური პარტიის“ ზუგდიდის ორგანიზაციის ოფისში მედიისთვის ბრიფინგი გაიმართა. პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი თოდუამ კონკრეტული გვარები დაასახელა. მისი თქმით, ზეწოლის შედეგად საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ფრაქცია დაიშალა. კონკრეტულად კი, "რესპუბლიკური პარტია" საკრებულოს ორმა წევრმა დატოვა. 

„ქართულმა ოცნებამ“ ძალიან ცუდად დაიწყო საარჩევნო კამპანია. „ოცნების“ ადგილობრივმა ლიდერებმა ფაქტიურად ძალის გამოყენებით დაშალეს ფრაქცია „რესპუბლიკელები“. გამოწვევა მიღებულია.“- განაცხადა მან.

"რესპუბლიკური პარტიის" წევრმა და ამავდროულად ზუგდიდის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მაია ღურწკაიამ რადიო"ათინათს" განუცხადა,რომ უშუალოდ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ლაშა გოგიას მუქარისა და ზეწოლის შედეგად დაიშალა სოფელ ზედაეწერში პარტიის შტაბი,რომლის ხელმძღვანელი იყო რევაზ თორდია.

"ზუსტად იგივე მეთოდებით მოქმედებს "ოცნება",როგორც თავის დროზე "ნაციონალები".

"რესპუბლიკელების" ბრალდებებზე საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგიამ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.

შეგახსენებთ, დღეს „ფრაქცია რესპუბლიკელების“ წევრებმა რევაზ თორდიამ და თემურ მარკოზიამ პარტია დატოვეს და "ქართულ ოცნებას" შეუერთდნენ. მანამდე კი პარტია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის „სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის“ ხელმძღვანელმა ციცინო თოლორაიამ და გამგებლის წარმომადგენელმა სოფელ ცაცხვში ნონა ესებუამ დატოვა.


Print