არჩევნები
ნიკა მელიამ ივანიშვილს კორცხელიდან მიმართა
,,კორცხელიდან ვეუბნებით ივანიშვილს, რომ 8 ოქტომბერს აუცილებლად მშვიდობიანად გადავიყვანთ ოპოზიციაში,'' - განაცხადა  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ კორცხელში, მოსახლეობასთან შეხვედრაზე.

მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2012 წლის არჩევნები არა დაუმსახურებლად, არამედ საკუთარი შეცდომებიდან გამომდინარე წააგო, რომელსაც აღარ გაიმეორებს.

„ ჩვენ 2012 წლის არჩევნები დაუმსახურებლად არ წაგვიგია, წავაგეთ შეცდომებიდან გამომდინარე, არც ივანიშვილის წააგებს 8 ოქტომბერს შემთხვევით არჩევნებს. მაგრამ საქმე იმაში კი არაა, ვინ მოიგებს და ვინ წააგებს ამ არჩევნებს, საქმე იმაშია, ვინ დაიწყებს საქმის კეთებას 9 ოქტომბრიდან და ვინ დაძლევს კრიზისს. ბატონ ივანიშვილს, მილიარდელ ოლიგარქ ივანიშვილს აქედან, კორცხელიდან ვეუბნებით, რომ 8 ოქტომბერს აუცილებლად გადავიყვანთ ოპოზიციაში მშვიდობიანად და დავთესავთ სიყვარულს, გავითვალისწინებთ ყველა იმ შეცდომას, რომელიც გვქონდა. სამეგრელოს შვილი ვარ მე და ზუსტად კარგად ვიცი, ბევრი კარგი საქმე ვაკეთეთ, მაგრამ ბევრი შეცდომაც დავუშვით და ამ შეცდომას არავითარ შემთხვევაში არ გავიმეორებთ და სიყვარულით ავაღორძნებთ ამ ქვეყანას“.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მაჟორიტარობის კანდიდატად სანდრა რულოვსი წარადგინა.
Print