არჩევნები
ცესკომ საკრებულოს შუალედური არჩევნები დანიშნა
საკრებულოს შუალედური არჩევნები წალკის, ჭიათურის, აბაშის, კრწანისის, ისნის, გლდანისა და ზუგდიდის ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში ჩატარდება. გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტმა მერისა და თვითმმართველი თემის გამგებლების რიგგარეშე არჩევნები დანიშნა, რომელიც ბოლნისის, ქალაქ ახალციხის, ხარაგაულის, ჭიათურის, ზუგდიდისა და წალენჯიხის საარჩევნო ოლქებში ჩატარდება.

ცესკო-ს პრესსპიკერის ანა მიქელაძეის განცხადებით, საკრებულოს შუალედური, ასევე მერის და თვითმმართველი თემის გამგებლების რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა ყველა საარჩევნო ოლქში მოხდა საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატებისთვის, მერისა და გამგებლებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო.

კენჭისყრა 2016 წლის 1-ელ ოქტომბერს, დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე გაიმართება.

Print