არჩევნები
ედიშერ თოლორაიამ ზუგდიდის სოფლებში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო
“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარმა კანდიდატმა ედიშერ თოლორაიამ წინასაარჩვნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. კანდიდატი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის მოსახლეობას შეხვდა. ოდიშის, ჩხოუშისა და გრიგოლიშის ადგილობრივ მოსახლეობას მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატმა მომდევნო 4 წლის სამოქმედო გეგმები გააცნო. 

"ის, რაც ვერ მოესწრო ჩემი გამგებლობის 4 წლიან ვადაში, გამარჯვების შემთხვევაში მაჟორიტარი დეპუტატის რანგში განვახორციელებ. მე მესმის ჩემი ხალხის გულისძგერის და გათავისებული მაქვს მათი პრობლემებიც, რომელიც გადაჭრას ითხოვს. ჩვენი ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს თითოეულ მოქალაქეს, ეს იქნება სოფლად თუ ქალაქში მაცხოვრებელი, გაუუმჯობესოს ცხოვრების პირობები. ის, რაც დავპირდით ადგილობრივ მოსახლეობას, შევასრულეთ კიდევაც, თუმცა, ჯერ კიდევ გვაქვს უამრავი პროექტი განსახორციელებლი. ჩვენ ვპირდებით და ვასრულებთ".

დღეს კი იგი შეხვედრებს გამართავს სოფლების: ხურჩა,კოკი,ორსანტია და ახალკახათის მოსახლეობასთან.  

Print