არჩევნები
"ნაციონალურმა მოძრაობამ" მარტვილი-აბაშის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად მარტვილი-აბაშის ოლქში ზაალ გოროზია დასახელდა. იგი პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ, სალომე სამადაშვილმა და რომან გოცირიძემ წარადგინეს.

გოროზია ამომრჩევლებს ადგილობრივი პრობლემების მოგვარებასა და რაიონის ტურისტულ ზონად განვითარებას დაჰპირდა.

Print