არჩევნები
ირაკლი ჩიქოვანი წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს
"ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას შეხვდა. იგი ბორჯომის, ტურგენევის, დ. ჯიქიას, გ. ჯიქიას, ბაქოს, რაფავას, საირმის ქუჩებსა და რესპუბლიკური საავადმყოფოს უბნებში იმყოფებოდა.

კანდიდატმა მათ "თავისუფალი დემოკრატების" საარჩევნო პროგრამა და ზუგდიდის განვითარების მისეული ხედვა გააცნო. ჩიქოვანი ადგილობრივ მცხოვრებლებს დაჰპირდა, რომ ორიენტირებული იქნება ზუგდიდის სოციალურ- ეკონომიკურ განვითარებაზე.
Print