არჩევნები
"შენი ხმა გადამწყვეტია - თანასწორობას მოაქვს წარმატება" - აქცია ზუგდიდში
ზუგდიდის აგრარულ ბაზარში პროექტის "შენი ხმა გადამწყვეტია - თანასწორობას მოაქვს წარმატება" ფარგლებში, საინფორმაციო აქცია გაიმართა. ზუგდიდის გენდერის მედიაცენტირის ხელმძღვანელი და ცენტრის მიერ დატრენინგებული მოხალისეთა ჯგუფი ზუგდიდის მცხოვრებლებს არჩევნებში ჩართულობის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ და პოლიტიკაში მეტი ქალის ჩართულობის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

აქციის მონაწილეებმა საინფორმაციო ფალაერები დაარიგეს და ქალაქის სხვადასხვა ნაწილში სტიკერები გააკრეს.

პროექტს "შენი ხმა გადამწყვეტია - თანასწორობას მოაქვს წარმატება" ორგანიზაცია "ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის" საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მხარდაჭერით ახორიცელებს.

პროექტის მიზანია საარჩევნო პროცესში გენდერული თანასწორობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებით ხელი შეუწყოს გენდერული თანასწორობის პრინციპების დამკვიდრებას და არჩევნებში ქალთა მონაწილეობის ზრდას.


Print