პოლიტიკა
"ქართულ ოცნებას" რამდენიმე კომპანიამ თანხა შესწირა
აგვისტოში მმართველ პარტიას თანხა 13-მა იურიდიულმა პირმა გადაურიცხა. „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, 4-მა კომპანიამ მმართველი გუნდის ანგარიშზე 120 000 -120 000 ლარი გადარიცხა, 3-მა - 100 000 – 100 000 ლარი, 1-მა 80 000 ლარი, დანარჩენმა კომპანიებმა კი - 30 000, 15 000, 10 000 და 5 ათასი ლარი შესწირეს.

„ქართული ოცნების“ გარდა აგვისტოში შემოწირულობა კიდევ ორ პარტიას, „გირჩსა“ და „ეროვნულ ფორუმს“ აქვს მიღებული.

Print