არჩევნები
სანდრა რულოვსი წინასაარჩევნო გარემოს შესახებ
რადიო „ათინათის“ თოქ-შოუ „კანდიდატში" სტუმრობისას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატმა სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა. მან წამყვანებისა და მსმენელების კითხვებს უპასუხა.

სანდრა რულოვსმა წინასაარჩევნო გარემო შეაფასა.

ყველას აქვს საშუალება გააცნოს მოსახლეობას თავისი პროგრამა. რა თქმა უნდა, არის დაძაბულობა. სამწუხაროდ, ხდება ჩვენი კანდიდატების დისკრედიტაცია, ჩვენს შეხვედრებზე არიან პროვოკატორები, თუმცა, მათ მშვიდად ვხვდებით და არ ვაძლევთ საშუალებას, ჩაგვიშალონ, - განმარტა კანდიდატმა.

მისივე თქმით, სახელმწიფო სამსახურებში დასაქმებულ მათ მხარდამჭერებს სამსახურის დაკარგვით ემუქრებიან.

რულოვსმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალი სახეების შესახებაც ისაუბრა.

ახლა ხალხს აქვს შედარების საშუალება მაშინდელ და ბოლო 4 წლიან მმართველობას შორის, ისინი ხედავენ, რომ ჩვენს პარტიაში არის ახალი სახეები, ახალი სისხლი, მეტი ქალი და მეტი ჰუმანური მხარეა განვითარებული“, - აღნიშნა რულოვსმა.

Print