არჩევნები
ირაკლი ჩიქოვანი: ხმა უკეთეს ცხოვრებას მივეცი (ვიდეო)
"თავისუფალი დემოკრატების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა საკუთარი არჩევანი ზუგდიდში, #1 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. მისი თქმით, მან ხმა ქვეყნის უკეთეს ეკონომიკას, უკეთეს მომავალს მისცა.

"ზუგდიდელების უკეთეს მომავალს მივეცი ხმა,რომ ცენტრალურ ხელისუფლებაში უკეთესი წარმომადგენელი ჰყავდეთ," - აღნიშნა ჩიქოვანმა.

ამასთან, დეპუტატობის კანდიდატი მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს.

Print