არჩევნები
მაჟორიტარული არჩევნების ჩატარების ბოლო ვადა 2 ნოემბერია
ცესკო-ს თავმჯდომარის განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით არჩევნების მეორე ტური 50-53 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება. „საარჩევნო კოდექსი“ არჩევნების მეორე ტურის ჩატარებას პირველიდან არაუგვიანეს 25-ე დღეს ითვალისწინებს.

მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში ის ორი კანდიდატი მონაწილეობს, რომლებმაც პირველ ტურში სხვებზე მეტი ხმა მიიღეს. თუკი 2-ზე მეტმა კანდიდატმა ყველაზე ერთნაირი რაოდენობის ხმა მიიღო, ან ერთი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის მომდევნო რამდენიმე კანდიდატს ერთი და იგივე შედეგი აღმოაჩნდა, მეორე ტურში ყველა ეს კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას.

Print