არჩევნები
გიორგი კვირიკაშვილი: ისეთივე აქტივობით მივიღოთ მონაწილეობა ქვეყნის მომავლის განსაზღვრაში
პრემიერ-მინისტრი ამომრჩევლებს მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდებს. კვირიკაშვილი იმედოვნებს, რომ 30 ოქტომბრის არჩევნებშიც ნაჩვენები იქნება მაღალი სტანდარტი. მან ამომრჩევლებს ნდობის გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადა.

მე ძალიან დიდი იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენ ავიღეთ საქართველოს თითოეული მოქალაქის წინაშე, იქნება უკლებლივ რეალიზებული და განხორციელებული“,- განაცხადა კვირიკაშვილმა.

Print