არჩევნები
ჯიხაშკარში კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები ელექტროენერგიის გარეშე დაიწყო (ვიდეო)
ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარის 79-ე უბანზე განმეორებითი არჩევნები ტარდება. საარჩევნო უბანი დროულად გაიხსნა და ცხრის ოთხ წუთზე პირველმა ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანიც დააფიქსირა, თუმცა უბანს ელექტროენერგია არ მიეწოდება. კენჭისყრა და საარჩევნო კომისიის მუშაობის პროცესი სანთლის შუქზე მიმდინარეობს.

,,ელექტროენერგიის გამორთვას პროცედურისთვის ხელი არ შეუშლია, ყველანაირად მობილიზებული ვიყავით და ფუნქციების განაწილება ჩავატარეთ ნორმალურ რეჟიმში,’’- განაცხადა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ვლადიმერ მირცხულავამ.

ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა დილიდან მეორე, 108-ე უბანსაც, თუმცა მას უკვე აღუდგა ელექტროენერგია.

Print