არჩევნები
ჯიხაშკარის ორივე უბანზე არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
ჯიხაშკარის ორივე 79-ე და 108-ე საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. ამ დროისთვის უბნებზე 100-მდე ამომრჩეველი მივიდა.

აღნიშნულ უბნებზე კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები ელექტროენერგიის გარეშე დაიწყო, თუმცა როგორც 79-ე უბნის კომისიის თავმჯდომერე ვლადიმერ მირცხულავამ აღნიშნა, ამ ფაქტს ხელი არ შეუშლია. მისივე თქმით, ელექტროენერგიის არქონასთან დაკავშირებით ინფორმაცია წინასწარ ჰქონდათ და სანთლები მოიმარაგეს.

ჯიხაშკარში არჩევნების მიმდინარეობას ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად და „საუნჯე“-ც აკვირდება. „საუნჯე“- ს გამგეობის თავმჯდომარის იაგო ფასანძის თქმით, კენჭისყრამდელი და კენჭისყრის შემდგომი პროცედურა მშვიდად და კანონის დაცვით მიმდინარეობს. უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავების დიდი რაოდენობა შეინიშნება.

ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიამ, 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგად, ჯიხაშკარის ორივე უბანზე კენჭისყრის შედეგები ბათილად ცნო, რის გამოც დღეს განმეორებითი არჩევნები ტარდება.
Print