არჩევნები
ცესკო - თუკი კანდიდატები 50%-იან ბარიერს გადალახავენ, არჩევნები პირველივე ტურში დასრულდება
თუკი კანდიდატები 50%-იან ბარიერს გადალახავენ, რა თქმა უნდა, არჩევნები პირველივე ტურში დასრულდება, - ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, განმეორებითი კენჭისყრის შედეგებზე ნამდვილად არის დამოკიდებული კონკრეტულ უბნებზე გაიმართება თუ არა მეორე ტური.

თუკი ვერც ერთი მათგანი ვერ გადალახავს 50%-იან ბარიერს, მეორე ტური დაინიშნება. მეორე ტურის დანიშვნა დამოკიდებულია, რამდენად მოგვცემს ამის შესაძლებლობას შედეგები“, - განმარტა ანა მიქელაძემ.

Print