არჩევნები
განმუხურის 38-ე უბანზე ერთი საჩივარი დაიწერა
განმუხურის 38-ე საარჩევნო უბანზე ამ დროისათვის აქტივობა დაბალია. დარეგისტრირებული 1145 ამომრჩევლიდან საკუთარი არჩევანი ორასამდე ადამიანმა გააკეთა.

აღნიშნულ უბანზე ერთი საჩივარი დაიწერა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის მიერ. საჩივარი ეხება გადასატანი ყუთის 10-15 წუთის დაგვიანებით გატანას საარჩევნო უბნიდან. უბანთან მობილიზებულია პოლიცია.

აქვე იმყოფებიან "ნაციონალური მოძრაობის" და "ქართული ოცნების" წარმომადგენლები.


Print