არჩევნები
ელენე ხოშტარია; ,,ჩამოვედით, იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი ამომრჩევლის ხმები'’ (ვიდეო)
განმუხურის 38-ე უბანზე იმყოფება ,,ნაციონალური მოძრაობის’’ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია. მისი თქმით, ,,ენმ-ს’’ წარმომადგენლები საარჩევნო უბნებზე არიან, რადგან არ მოხდეს ის დარღვევები, რაც მოხდა 8 ოქტომბერს.

,,ჩვენ პარტიის ლიდერები სპეციალურად ჩამოვედით განმეორებით არჩევნებზე ყველა უბანთან, იმისთვის რომ დავიცვათ ჩვენი ამომრჩევლის ხმები და არ დავუშვათ ის, რაც მოხდა წინაზე, ის ძალადობა, არეულობა. ამიტომ ყველას მოვუწოდებთ მოვიდნენ და მშვიდად გააკეთონ საკუთარი არჩევანი’’, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ხოშტარიამ ასევე აღნიშნა, რომ ის და მისი პარტია ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანაში არ დაუშვან საკონსტიტუციო უმრავლესობა, ერთპარტიული დიქტატი.
Print