არჩევნები
დამკვირვებელი: "კაბინაში შესულ ქალბატონს მხოლოდ თვალი ჩავუკარი" (ვიდეო)
ჯიხაშკარის #79-ე უბანზე პირველი საჩივარი ორგანიზაცია "საუნჯემ" "სოციალურ-პოლიტიკური განვითარების" ცენტრის დამკვირვებელ გოჩა რაფავას მიმართ დაწერა.

"საუნჯეს"
წარმომადგენლის თქმით, მაშინ, როცა ამომრჩეველი კაბინაში ხმას სასურველ კანდიდატს აძლევდა, რაფავამ კაბინაში შეიხედა.

უბნის კომისიის თავმჯდომარემ ვლადიმერ მირცხულავამ საჩივარი დააკმაყოფილა. გოჩა რაფავა მომხდარს უარყოფს და აღნიშნავს, რომ კაბინაში შესულ ქალბატონს მხოლოდ თვალი ჩაუკრა.

განმეორებითი კენჭისყრა ზუგდიდის თემის სამ უბანზე მიმდინარეობს.
Print