არჩევნები
თენგიზ გუნავა: "განმუხური და ჯიხაშკარი თავის სიტყვას იტყვის" (ვიდეო)
„ნაციონალური მოძრაობა“ დარწმუნებულია, რომ ჯიხაშკარსა და განმუხურში გაიმარჯვებენ. ამის შესახებ განმუხურის საარჩევნო უბანთან მყოფმა პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერმა თენგიზ გუნავამ განაცხადა.

„პირველი ტური როცა ჩატარდა, ჩვენ, ფაქტობრივად, სამივე უბანზე ვიგებდით. სწორედ ამის გამო მოხდა ჯიხაშკარში შევარდნა და ჩაშლა და აქ კიდევ რაღაც კომიკურ სიტუაციაში აღმოვჩნდით. კომისიის თავმჯდომარე და მდივანი გაიპარა ადგილიდან. ასე რომ, განმუხური და ჯიხაშკარი თავის სიტყვას იტყვის. „ნაციონალურ მოძრაობას“ აქ აქვს მყარი დასაყრდენი, რადგან გაუკეთებია საქმე“.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარის ორ და განმუხურის ერთ უბანზე განმეორებითი არჩევნები ტარდება.

ჯიხაშკარის 79-ე, 108-ე და განმუხურის 38-ე უბნის ამომრჩევლები პარლამენტში საკუთარი წარმომადგენლის პარალელურად გამგებელსაც ირჩევენ.
Print