არჩევნები
ჯიხაშკარის 108-ე უბანზე დამკვირვებლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
ჯიხაშკარის 108-ე საარჩევნო უბანი რვა საათზე დაიხურა, ბოლო ამომრჩეველი 19:57-ზე დაფიქსირდა. უბნის დახურვისას მცირე დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. ერთმანეთს ,,ნაციონალური მოძრაობის’’ და ,,ქართული ოცნების’’ დამკვირვლებები დაუპირისპირდნენ, რისი მიზეზიც ქართული ოცნების დამკვირვებლის თხოვნა იყო, უბნის დახურვამდე რამდენიმე წუთით ადრე ბოლო ამომრჩეველი უბანზე შეეყვანათ.

დაპირისპირების მიუხედავად, ამომრჩეველმა მაინც გააკეთა არჩევანი.

Print