არჩევნები
ჯიხაშკარის 108-ე უბანზე ედიშერ თოლორაიამ გაიმარჯვა (ვიდეო)
ჯიხაშკარის 108-ე უბანზე ხმების დათვლის პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ყველაზე მეტი - 309 - ხმა "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ედიშერ თოლორაიამ მიიღო." ნაციონალურმა მოძრაობის" კანდიდატმა სანდრა რულოვსმა კი - 177 ხმა. 

რაც შეეხება გამგეობის კანდიდატებს, ამ შემთხვევაშიც ყველაზე მეტი ხმა მმართველი პარტიის კანდიდატმა ლაშა გოგიამ 293 ხმა მიიღო. ხოლო "ნაციონალების" კანდიდატმა ბესიკ გაბუნიამ -115

აღნიშნულ უბანზე რეგისტრირებული 774 ამომრჩევლიდან 440-მა დააფიქსირა საკუთარი არჩევანი.

Print