არჩევნები
მერაბ ქვარაიამ ხმა მე-15 უბანზე მისცა (ვიდეო)
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა მერაბ ქვარაიამ საკუთარი არჩევანი ზუგდიდის მე-15 საარჩევნო უბანზე გააკეთა. ის მეუღლესთან და შვილთან ერთად იმყოფებოდა. მისი თქმით, არჩევნების მეორე ტური ისეთივე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, როგორც პირველი ტური.

,,მე მივეცი ხმა ჩვენი შვილების მომავალს, მივეცი თავისუფლებას, სწრაფ განვითარებას, საერთო-სახალხო კეთილდღეიობას და დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი დღე იქნება ყველა ჩვენგანის, ერთიანი საქართველოს გამარჯვება“, -
განუცხადა ჟურნალისტებს მერაბ ქვარაიამ.




Print