არჩევნები
ზუგდიდში ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა
8 საათისთვის ზუგდიდის ოლქში ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა. „არსად არ არის ამომრჩეველთა რიგები და ვემზადებით დათვლის პროცესის დასაწყებად“, - რადიო ,,ათინათს'' საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხმა უთხრა.

დღეს საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. არჩევნები 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარდა.

პარლამენტის არჩევნებთან ერთად, ზუგდიდში გამგებლების რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური გაიმართა.

Print