არჩევნები
მიხეილ სააკაშვილი - ახლა აქტიური ბრძოლის დაწყებაა საჭირო
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს გამოეხმაურა.

როგორც ის წერს, გუშინდელი არჩევნები ჩატარდა ტოტალური გაყალბებით.

,, ახლა კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ივანიშვილის პირობებში ყველა შემდგომი არჩევნები გაყალბდება და გამოსავალი არა ხელების ჩამოშვება, არამედ ამ გაყალბებებზე რეაგირება და აფერისტულ - დანაშაულებრივი რეჟიმის საპირისპიროდ ყოველდღიური წინააღმდეგობების ორგანიზებაა. გვეყო თავზე ნაცრის ყრა, ახლა გადაჯგუფება და აქტიური ბრძოლის დაწყებაა საჭირო!’’- წერს სააკაშვილი.

Print