არჩევნები
ევროკავშირი საპარლამენტო არჩევნების გაშუქებას დადებითად აფასებს
ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამა საპარლამენტო არჩევნების გაშუქებას მედიაში დადებითად აფასებენ, თუმცა აცხადებენ, რომ არსებობს სფეროები, რომლებიც გაუმჯობესებას საჭიროებს.

ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამამ დღეს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების მონიტორინგის მეოთხე ანგარიში წარმოადგინეს, რომელიც მოიცავს 26 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდე პერიოდს. ღონისძიებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე კარლო ნატალე და გაერო-ს განვითარების პროგრამის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე საქართველოში შომბი შარპი ესწრებოდნენ, ხოლო მედია-მონიტორინგის ანგარიშები საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ (ტელეარხების მედია-მონიტორინგი), “ინტერნიუს საქართველომ“ (რადიოსადგურების მედია-მონიტორინგი) და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა (ბეჭდურ და ინტერნეტ მედიის მონიტორინგი) წარადგინეს.

არსებობს კიდევ სფეროები, რომლებიც მეტ ყურადღებას საჭიროებენ. განსაკუთრებით ეს ეხება ბეჭდურ მედიას და ინტერნეტ მედია საშუალებებს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მედიის განვითარების მიმართულებით აქტიური მუშაობა, რათა აღარ იყოს სიძულვილის ენის გამოყენება და გაშუქება იყოს გაცილებით დაბალანსებული”, - განაცხადა გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მედია-მონიტორინგი ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით ხორციელდება. მედია-მონიტორინგი მოიცავს 40-ზე მეტ მედიასაშუალებას, მათ შორისაა რადიო ,,ათინათი'’.

მედია-მონიტორინგი 2016 წლის მაისში დაიწყო და მისი საბოლოო ანგარიში 15 დეკემბერს გამოქვეყნდება.

Print