არჩევნები
პრემიერი დღეს ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებს წარადგენს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს, 16 საათზე, ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთში მმართველი პარტიის მერობის კანდიდატებს წარადგენს.

ამასთან დაკავშირებით სამზადისი გუშინდელი დღიდან მიმდინარეობს, გადაკეტილია ზუგდიდის ცენტრალური ქუჩები.




მმართველი გუნდიდან მერობის კანდიდატები არიან: 

ზუგდიდი - ლაშა გოგია

მესტია - კაპიტონ ჟორჟოლიანი

ფოთი - გოჩა კურდღელია

აბაშა - გელა ხოშტარია

სენაკი - ლევან კუპრეიშვილი

მარტვილი - ალექსანდრე გრიგალავა

ხობი - გოჩა ქაჯაია

წალენჯიხა - ბესიკ ფარცვანია

ჩხოროწყუ -დავით გოგუა



“ქართული ოცნების“ ადგილობრივი შტაბის ხელმძღვანელის განცხადებით, მმართველი პარტიის კანდიდატებს ადგილობრივი თმითმმართველობის არჩევნებში ალტერნატივა არ ჰყავთ და ისინი საკუთარი გუნდის წევრების გამარჯვებაში დარწმუნებულები არიან.



„ჩვენი კანდიდატები არიან კარგი მენეჯერები, რომლებიც უყვარს ხალხს.ისინი მოდიან არა დაპირებებით, არამედ მუნიციპალიტეტების განვითარების კონკრეტული გეგმებით“, - განაცხადა კოდუამ.

წარდგენის ცერემონიამდე ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე კონცერტი გაიმართება.

Print