არჩევნები
ზუგდიდში „პატრიოტთა ალიანსმა“ მერობის კანდიდატი დაარეგისტრირა
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო უბანში მერობის კანდიდატად გოგიტა ბიგვავა დაარეგისტრირა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ნანა ოყუჯავამ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე საკუთარი კანდიდატი არცერთ სხვა პოლიტიკურ პარტიას არ დაურეგისტრირებია.

ზუგდიდის მერობის კანდიდატის თქმით, შემოთავაზება მან "პატრიოტთა ალიანსიდან" მიიღო.

"ხალხი უკიდურეს გაჭირვებაშია ყველა კუთხით. ასეთ დროს ჩემი, როგორც პოლიტიკურ პროცესებში ჩართული პირის განზე დგომა, უხერხული იქნებოდა", - უთხრა რადიო "ათინათს" ბიგვავამ.

გოგიტა ბიგვავა 2010 - 2012 წლებში იყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. 2014 წლის საპარლამენტო არჩევნებში კი პარტიიდან "დემოკრატიული მოძრაობა - ბურჯანაძე" გამგებლობისთვის იყრიდა კენჭს. აღნიშნული პარტია მან 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დატოვა. გოგიტა ბიგვავა 2005 წლიდან მუშაობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიის მასწავლებლად. 

67-ე საოლქო საარჩევნო უბანში მერობის კანდიდატად საინიცატივო ჯგუფმა რამდენიმე დღის წინ დომენტი (ზვიად) სიჭინავა დაარეგისტრირა.
Print