არჩევნები
სენაკის მერობის კანდიდატად "შენების მოძრაობიდან" აპოლონ გარუჩავა წარადგინეს
პოლიტიკურმა პარტია „შენების მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დღეს სენაკში მერობის კანდიდატი წარადგინა.

„შენების მოძრაობის“ ამოცანაა ხალხის გაერთიანება და არა დაყოფა. „შენების მოძრაობამ“ გადაწყვიტა იმ მუნიციპალიტეტებში მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა, სადაც პოტენციალი და ახლის აშენების საშუალება ვნახეთ. ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების საწინდარი. სენაკში მერობის კანდიდატად წარვადგინეთ აპოლონ გარუჩავა, მას ძალიან საინტერესო გუნდი ჰყავს და ისინი კარგად იცნობენ ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებს“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

საქართველოში არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

Print