არჩევნები
"უფრო ახლოს" - ცესკოს წინასაარჩევნო კამპანია ზუგდიდში (ვიდეო)
საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებმა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ზუგდიდში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. აღნიშნული ღონისძიება, პროექტის „ვესაუბრებით ამომრჩევლებს-უფრო ახლოს“ ფარგლებში ჩატარდა.

„გუშინ და დღეს მოსახლეობას ვხვდებით და მათ კიდევ ერთხელ ვახსენებთ არჩევნების ჩატარების თარიღს. ასევე ვაწვდით ინფორმაციას საარჩევნო უბნების შესახებ. ამასთან ვაცნობთ საკუთარ უფლებებს და ვუხსნით, თუ როგორ უნდა გადაამოწმონ საკუთარი და ოჯახის წევრთა მონაცემები“, - განაცხადა ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ნანა ოკუჯავამ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 21 ოქტომბერს გაიმართება.



Print