არჩევნები
მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სოციალურად შეჭირვებული ოჯახი მოინახულა
ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, დომენტი სიჭინავამ დღეს ზუგდიდში, ტოლსტოის ქუჩაზე მცხოვრები პაატა ბაძაღუას ოჯახი მოინახულა. ოჯახი სოციალურად შეჭირვებულია, მათი 3 წლის მცირეწლოვანი ბავშვი კი ჰიდროცეფალიის დიაგნოზით დაიბადა, რის გამოც მუდმივად საჭიროებს ექიმების მეთვალყურეობასა და ძვირადღირებულ მედიკამენტებს. მათი თქმით, ისინი სახელმწიფოსგან სოციალურ დახმარებას არ იღებენ და ბავშვის მკურნალობას ახლობლების დახმარებით ახერხებენ.



მათ მერობის კანდიდატს უთხრეს, რომ მერიიდან მხოლოდ თავის ტვინის ტომოგრაფიისთვის საჭირო დაფინანსება მიიღეს, ხოლო ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამით აღნიშნული დაავადების მკურნალობა არ ფინანსდება.

ზვიად სიჭინავამ ბაძაღუების ოჯახს თავისი საარჩევნო პროგრამა გააცნო და უთხრა, რომ მის პროგრამაში სოციალური სერვისების გაუმჯობესებას მნიშვნელობანი ადგილი უჭირავს.

დამოუკიდებელი კანდიდატი გამარჯვების შემთხვევაში სოციალური დახმარების ფონდის შექმნასა და ახალი სოციალური პაკეტის მომზადებას გეგმავს.

®

Print