ახალი ამბები
კუკავას პარტიის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, შესაძლოა, კანდიდატურა სიჭინავას სასარგებლოდ მოხსნას
ზუგდიდის მერობის კანდიდატმა „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოდან“ ზურაბ ჯინჯოლავამ, შესაძლოა, საკუთარი კანდიდატურა ზვიად სიჭინავას სასარგებლოდ მოხსნას. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ ჟურნალისტებს მაჟორიტარი დეპუტატების წარდგენის შემდეგ უთხრა. მან დღეს მერობის რეგისტრირებული კანდიდატი არ დაასახელა.

„გვაქვს კონსულტაციები დამოუკიდბელ კანდიდატთან ზვიად სიჭინავასთან, რომელსაც უდაოდ დიდი მხადაჭერა აქვს. სავარაუდოდ, ორშაბათს გამოვაცხადაებთ გადაწყვეტილებას. "ქართული ოცნების" კანდიდატი მერის კაბინეტს ისე ვერ ნახავს, როგორც სარკის გარეშე საკუთარ ყურებს “, - აღნიშნა კუკავამ.

ზურაბ ჯინჯოლავა ცესკოში მერობის კანდიდატად დარეგისტრირებულია.

Print