არჩევნები
დომენტი სიჭინავა: მოვითხოვოთ ის, რაც გვეკუთვნის
"არ მოვსულვარ აქ თქვენთან დაპირებებით, მოვედი თხოვნით, რომ დავუდგეთ ერთმანეთს გვერდით და მოვითხოვოთ ის, რაც გვეკუთვნის", - ამ სიტყვებით დაიწყო ნარაზენის მოსახლეობასთან შეხვედრა ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, დომენტი სიჭინავამ.

მერობის კანდიდატის თქმით, ის ხალხს ხმებისთვის არ ხვდება და ამომრჩეველს ესაუბრება იმაზე, რომ გადაწყვეტილება მიიღონ ცივი გონებით და გააკეთონ ღირსეული არჩევანი, ხმა მისცენ მას, ვისაც ისინი ჩათვლიან საჭიროდ და ვინც ხალხის კეთილდღეობისთვის იშრომებს.



დომენტი სიჭინავას განცხადებით, რეალური მმართველობის სადავეები ხალხმა უნდა აიღოს. ნარაზენის ცენტრში შეკრებილების განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლება არსებული გამოწვევების წინაშე უძლურია. შესაბამისად, საჭიროა ქალაქს და მუნიციპალიტეტის სოფლებს გამოცდილი და კომპეტენტური ადამიანი ჩაუდგეს სათავეში. ამიტომაც ისინი მხარდაჭერას მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს, დომენტი სიჭინავას უცხადებენ.

®
Print